საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №280
2003 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) სტატუსის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. გორში) ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.746
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.746
2. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 სექტემბრის ბრძანებულება №512 - სსმ III, №127, 11.09.2007 წ., მუხ.1376
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.746