"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 დეკემბრის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-13
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.027.016120
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 დეკემბრის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №51

2011 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 დეკემბრის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 დეკემბრის №228 ბრძანებით  (სსმ III, 09.12.2010 წ., №161, მუხ. 2281) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ სამინისტროსათვის მიმართვის შემთხვევაში ეცნობა საქმის მასალებს, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს დამატებით დოკუმენტაციას და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობას სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება; სამართალწარმოების პროცესში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს შესაბამის დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით, კოორდინირებულ მოქმედებას;“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობას სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, ასრულებს ამ დებულების მე-8 მუხლის „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია