აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21

2006 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქ­ვეუწყებო დაწესებულებას – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიენიჭოს უფლებამოსილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გასცეს შემდეგი ლიცენზია და ნებართვები:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია – მხოლოდ საშენი მასალებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიწისქვეშა მტკნარი წყლების მოპოვებისათვის;

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების ნებართვა;

გ) ზედაპირული წყლის ობიექტებში წყალჩაშვების ნებართვა;

დ) ნადირობის ნებართვა;

ე) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია – მოკლევადიანი (1 წლამდე, მათ შორის სეზონური) ტყითსარგებლობისათვის.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №113 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1087

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის დადგენილება №127- სსმ III, №91, 28.06.2007 წ., მუხ.979

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რე­სურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) დაამტკიცოს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საშენ მასალათა ნუსხა ამ დადგე­­­ნილების ამოქმედებიდან ორ თვეში.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება №113 - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1087

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 ივნისის დადგენილება №127- სსმ III, №91, 28.06.2007 წ., მუხ.979

3.  ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის დადგენილება №98 - სსმ III, №56, 14.04.2008 წ., მუხ.650

 

კრებსითი — სრული ვერსია