საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
2934
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-12
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-20
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.04.001.001.363
საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ.107) 129-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლებიც ეხება საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის შემადგენლობაში მხოლოდ იმ პირის დანიშვნის/არჩევის შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ამოქმედდეს 2004 წლის 1 მაისიდან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლებისათვის – 2005 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც 2004 წლის 1 მაისამდე, ხოლო აპარატის თანამშრომელს, რომელსაც 2005 წლის 1 იანვრამდე მიღებული არ ექნება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება შეუწყდება შესაბამისად, 2004 წლის 1 მაისიდან ან 2005 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის 15 თებერვლიდან 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს ზემოთ აღნიშნული კომისიების წევრთა სერტიფიცირება.“. 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 12 აგვისტო.

№2934-რს 

კრებსითი — სრული ვერსია