გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-18
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016050
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

ქ. გარდაბანი

2011 წლის11 აპრილი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილების მე-3 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.“.      

მუხლი 2

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილების დანართის მე-4 და მე-7 მუხლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  4.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

 

№

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები  (მათ შორის გაკულტურებული)

17

2

საძოვრები (მათ შორის გაკულტურებული)

16

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

4

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები

50

5

კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო დასხვ.) მიწები

72

მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოფიციენტი:

ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ.გარდაბანი დ.აღმაშენებლის ქუჩა)– 1.2;

ბ) შუალედური ზონა (ქ. გარდაბნის დანარჩენი ქუჩები) – 1.0

ბ) პერიფერიული ზონისთვის (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)– 0.8

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს:

 

 

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ცენტრალური ზონა                       (ქ. გარდაბანი დ.აღმაშენებლის ქუჩა)

0,24

1,2

0,288

2

შუალედური ზონა (ქ.გარდაბნის დანარჩენი ქუჩები)

0.24

1.0

0.24

3

პერიფერიული ზონა (სოფლები და სოფლებს შორის არეალი)

0,24

0.80

0,192

 

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი3

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. N14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია