ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №4- 20
2011 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის № 1- 9 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად , ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა : „ ქ. თბილისის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1-9 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება :
ა) გადაწყვეტილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) გადაწყვეტილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის , მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით , გაიანგარიშება შემდეგნაირად : გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი მრავლდება შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე , ამასთან :
ა ) გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით;
ბ ) კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა განისაზღვრება „ ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1–6 გადაწყვეტილებით დამტკიცებული რაიონების საზღვრების აღწერისა და „ ქ. თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 29 ოქტომბრის №13-29 გადაწყვეტილებით დამტკიცებული უბნების საზღვრების აღწერის საფუძველზე;
გ) არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე განი საზღვრება № 2 დანართის შესაბამისად. ”;
გ) გადაწყვეტილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ 5. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება თბილისის ტერიტორიაზე მდებარე:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე (გარდა მრავალბინიანი სახლებისა) მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი;
გ ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი (გარდა იმ ავტოფარეხებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის).“;
დ) გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„61. გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების მოქმედება ვრცელდება 2011 წლის 1 აპრილამდე არსებულ ურთიერთობებზეც.“.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
დანართი 1
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქ. თბილისში
ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:
| განაკვეთი (ლარი/ჰა) | |||
| სათიბები | საძოვრები | გაკულტურებული | |
|
|
| სათიბები | საძოვრები |
| 20 | 16 | 20 | 16 |
ბ) სხვა მიწებისათვის:
| დასახელება | განაკვეთი (ლარი/ჰა) | |
| მიწის ხარისხი | ||
| კარგი | მწირი | |
| 1. თბილისი (გარდა თბილისის დასახლებებისა (სოფლებისა)) | 100 | 100 |
| 2. თბილისის დასახლებები (სოფლები): წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო, ვარკეთილი | 95 | 95 |
| 3. თბილისის დასახლებები (სოფლები): დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე „ავშიანის“ დასახლება, ლოტკინის დასახლება – სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება, თბილისის ზღვის არსებული დასახლება | 82 | 82 |
დანართი №2
ქ. თბილისში არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე (ლარებში)
| № | ზონა | ტერიტორიული კოეფიციენტი | 1 კვ.მ მიწის წლიური განაკვეთი |
| 1. | ძველი თბილისის რაიონი | 1.5 | 0.36 |
| 2. | ვაკე - საბურთალოს რაიონი, გარდა „ვაკე, ბაგები“ და „დიღომი, ვაშლიჯვრის“ უბნებისა | 1.3 | 0.31 |
| 3. | ვაკე - საბურთალოს რაიონის „ვაკე, ბაგების“ უბანი | 1.5 | 0.36 |
| 4. | ვაკე - საბურთალოს რაიონის „დიღომი, ვაშლიჯვრის“ უბანი | 1.15 | 0.28 |
| 5. | ისანი - სამგორის რაიონი | 1. 2 | 0.2 9 |
| 6. | დიდუბე - ჩუღურეთის რაიონი | 1.3 | 0.31 |
| 7. | გლდანი - ნაძალადევის რაიონი | 1.1 | 0.26 |
| 8. | დიდგორის რაიონი | 1 .0 | 0.24 |
შენიშვნა: წლიური განაკვეთის ოდენობა მრგვალდება მეასედამდე.