საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №596
1998 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამთავრობო სატრანსპორტო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 მაისის №241 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს სამთავრობო სატრანსპორტო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 11 მაისის №241 ბრძანებულებაში:
1. ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ნიკო ლეკიშვილი, დავით გულუა, ნუგზარ დუჩიძე, ემზარ საბანაძე, ნოდარ ხარატიშვილი.
2. კომისიის შემადგენლობაში დამატებით შეყვანილ იქნენ:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
თემურ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
გიორგი კაკუბერი – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის პირველი მოადგილე
როლანდ ლიპარტელიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ჯემალ მანჯგალაძე – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ზურაბ სოსელია – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე;
ზურაბ უროტაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ვალერი ხაბურძანია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უშიშროების სამსახურის უფროსი.
3. მიხეილ უკლებას თანამდებობად მიეთითოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი.
ე. შევარდნაძე