საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №247
2011 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს N515 ბრძანებით (სსმ III, 04.08.2010 წ., №96, მუხ.1421) დამტკიცებული წესდების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ზ1‘‘, ,,ზ2‘‘ და ,,ზ3‘‘ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ზ1) ახორციელებს ლიცეუმის მოსამსახურეების, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების:
ზ1.ა) ქვეყნის შიგნით მივლინებაში წარგზავნას;
ზ1.ბ) შვებულებაში გაშვებას;
ზ2) ახორციელებს ლიცეუმის მოსამსახურეების, გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნას;
ზ3) სამინისტროს უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგენს ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით;”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ბ. ახალაია