ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
45
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №45

2005 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციათა შესაბამისად სახელმწიფო ხაზინაში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეფორმის დანერგვის მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 291 მუხლის საფუძველზე:

1. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ თანდართული ინსტრუქცია.

3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს (ი. მანაგაძე) აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების განხორციელების დროითი გრაფიკი იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე;

ბ) სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ საგადასახადო დავალებათა საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს ოპერაციები ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან;

გ) საგადასახადო დავალების ბანკში მიღებისა და გატარების თარიღები მითითებულ იქნეს საგადასახადო დავალების ელექტრონულ ფორმატზე;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკი 18.00 საათამდე სახელმწიფო ხაზინას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ამონაწერს და საგადასახადო საბუთებს გადასცემს ელექტრონული სახით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი):

ა) 2005 წლის 15 მარტამდე დაამტკიცოს ბიუჯეტის შემოსულობების 9-ნიშნიანი სახაზინო კოდები იმის გათვალისწინებით, რომ:

ა.ა) სახაზინო კოდის პირველი ციფრი განსაზღვრავს ბიუჯეტის შემოსულობის ამკრეფს;

ა.ბ) სახაზინო კოდის მე-2, მე-5 ციფრები განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიას, ფინანსთა სამი­ნისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს ან შესაბამისი დონის ბიუჯეტს;

ა.გ) მე-6 – მე-9 ციფრები განსაზღვრავს ბიუჯეტის შემოსულობის სახეს „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანების შესაბამისად;

ბ) 2005 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელებისა და დაწესებულებების (რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზებას) ინფორმირება ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესახებ, რომლებიც გადახდის დროს აუცილებლად მითითებული უნდა იქნეს საგადახდო დავალებაზე ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდის ველში;

გ) 2005 წლის 4 აპრილისათვის უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში გახსნილი ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშების დახურვა.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294

5. 2005 წლის 4 აპრილიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილება „სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ”.

6. დადგენილების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს     2005 წლის 4 აპრილიდან.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                 ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება №192-სსმIII,№128,02.11.2005წ.,მუხ.1426

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის  დადგენილება №34-სსმIII,№24,22.02.2007წ., მუხ.287

3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 მარტის დადგენილება №40-სსმIII,№31,07.03.2007წ., მუხ.363

4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის დადგენილება №70-სსმIII,№56,23.04.2007წ., მუხ.603

5. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №167-სსმIII,№118,21.08.2007წ., მუხ.1289

6. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №207-სსმIII,№134,26.09.2007წ., მუხ.1456

7. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №224-სსმIII,№142,12.10.2007წ., მუხ.1572

8. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №287-სსმIII,№182,24.12.2007წ., მუხ.2027

9.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413 10.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№97,09.07.2008წ., მუხ.1074

11. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №260-სსმIII,№186,30.12.2008წ., მუხ.1937

12. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294

13. ძალადაკარგულია-საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №264-სსმIII,№159, 30.12.2009წ.,მუხ.1958

ინსტრუქცია

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ

კარი I

სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება

თავი I

                                                  ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავ­რობები, სხვა პირები;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა – სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუ­ბლიკების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგა­რიშგება და ანგარიშსწორება;

გ) ფინანსური ოპერაცია – გადასახადის ან სხვა შემო­სუ­ლობების მიღება, აგრეთვე ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახ­სრების ფაქტობრივად მიღების საფუძველზე;

დ) სხვა შემოსულობები – შემოსულობები სოციალური შენა­ტანებიდან, გრანტებიდან, სხვა შემოსავლებიდან, ფინან­სური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან;

ე) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხა­ზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმარ-თველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413

თავი II

ბიუჯეტის შემოსულობათა მართვა

    მუხლი 2.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგი­ლობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.

    მუხლი 3.

სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მოქ­მედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვვებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლე­ბამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.

თავი III

ბიუჯეტის შემოსულობათა განთავსების პროცედურა

    მუხლი 4.

გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგა­დახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

    მუხლი 5.

სახელმწიფო ხაზინა:

ა) ახორციელებს საბანკო დღის განმავლობაში მიღე­ბულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას სახსრების მფლობელების (სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში) მიხედვით;

ბ) ყოველდღიურად ამზადებს საგადახდო დავალებებს შესაბამისი ბიუჯეტების (ავტონომიური რესპუბლიკების ბიუ­ჯეტები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯე­ტები) ანგარიშებზე თანხების გადასარიცხად;

გ) ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშგებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413

    მუხლი 6.

საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი თვით­მმრთველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომ­ლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.

    მუხლი 7.

1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ.

2. ინფორმაციაში აღინიშნება შესაბამისი კომერციული ბანკის ან მისი ფილიალის დასახელება, საგადახდო დავა­ლების ნომერი და ბანკში წარდგენის თარიღი, ბიუჯეტის შემოსულობის თანხა და დაგვიანებული დღეების რაოდენობა.

3. სახელმწიფო ხაზინა დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუ­ჯეტის შემოსულობათა შესახებ ინფორმაციას გადასცემს შემო­სავლების სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის ყოვე­ლი თვის 10 რიცხვამდე.

    მუხლი 8.

საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ელქტრონული საგადახდო დავალებების საფუძ­ველზე ახორციელებს გადარიცხვებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან.

თავი IV

აღრიცხვა-ანგარიშგება და მონიტორინგი

    მუხლი 9.

1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულო­ბათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს.

2. ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგები­სათვის საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული ელექტრონული ამონაწერებისა და საგადახდო საბუთების მიხედვით იწარმოება აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმები და რეგისტრები.

3. რეგისტრი არის აღრიცხვის საფუძველი.

4. რეგისტრში აღირიცხება ფინანსური ოპერაცია და მისი შედეგი.

5. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებსა და რეგისტრთა სისტემას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 

კარი II

ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება

თავი V

ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი

    მუხლი 10.

ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმე­ტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინ­სტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:

ა) ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახ­დილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადა­სახადების სახეში გადატანას სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუ­ჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავ­ლებიდან საქარ­თველოს საგადასახადო და საბაჟო კანონ­მდებლობის შესაბამისად;

გ) სხვა შემოსულობების დაბრუნებას ან სხვა შემოსუ­ლობების სახეში გადატანას, სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხა­ზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯე­ტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 11.

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შე­სა­­­ბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადა­სახა­დის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეან­გარი­შიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლე­ბამოსილი ტერიტორიული ორგანოს (შემდგომში – ტერი­ტორიული ორგანო) მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგე­ნილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახა­დების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თა­ნახ­­მად, უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელ­მწიფო ხაზინაში წარდ-გენილი საგადახდო დავალების საფუძ­ველზე.

3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსუ­ლობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობებისა და გადასახადის თანხების გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.

4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებ­ლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით გადამ­ხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემ­თხვევაში.

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, რომ სახაზინო სამსახურის უფროსს დართოს ნება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტი­ლების მისაღებად.

6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუ­ნების ან სხვა გადასახადებისა და სხვა შემოსუ­ლობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველ­თვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

7. გადასახადისა და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადა­სახადისა და სხვა შემოსულობების დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294

თავი VI

გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების პროცედურები

    მუხლი 12.

1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბ­რუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგა­რიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი ტერიტო­რიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადა­სახადების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.

4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე ტერიტო­რიული ორგანოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით;

გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფრო­სის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამისი ტერი­ტორიული ორგანოს წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.

მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი ტერიტო­რიული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითო­ბით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბ­რუნების შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემ­თხვევაში, თუ:

ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგე­ნილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;

ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულ­ყოფილი დოკუმენ-ტაცია.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294

    მუხლი 13.

1. ეს მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს მიერ მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამ­დე განსახორციელებელ პროცედურებს.

2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამი აღემატება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხის ჯამს;

ბ) ტერიტორიული ორგანო ადასტურებს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას“ ან ,,გადასახადის გადამხდელის მო­თხოვ­­ნა“ დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო კო­დექ­სით დადგენილი წესით.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადამხდელს უფლება აქვს ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს ,,გადასა­ხადის გადამხდელის მოთხოვნა“ დარიცხულ დღგ-ს თანხაზე ჩასათვლელი თანხის გადამეტების წარმოქმნის საანგარიშო პერიოდიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. ,,გადასახადის გადამ­ხდე­ლის მოთხოვნის“ დადასტურების შემთხვევაში ზედმეტად გადახ­დილი დღგ-ს თანხა უნდა დაბრუნდეს საქართველოს საგა­დასახადო კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

4. ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხაზე საგადახდო დავალების წარდგენა ხდება:

ა) საგადასახადო შემოწმების გარეშე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია:

ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ა.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხ­ლით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) (ამოღებულია);

გ) საგადასახადო შემოწმების გარეშე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მი­სი წარმოშობის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვა­ლის­­წინებული შემთხვევებისა;

დ) საგადასახადო შემოწმების შემდეგ ერთი თვის ვადაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილით და 252-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სამი თვის ვადაში (ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში) თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედა­რების განხორციელებისას – 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

დ.ა) (ამოღებულია);

დ.ბ) თუ ფიქსირდება გადამხდელის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების განხორციელებისას – 2004 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით გათ­ვალისწინებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში დღგ-ის გადამხდელს შეუძლია მოითხოვოს ზედმეტად გადახდილი თანხა მხოლოდ ექსპორტზე გატანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 18 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის ექსპორტის საანგარიშო პერიოდისათვის დეკლა­რირებული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხისა.

6. თუ საქართველოში შემოსავლის გაცემის წყაროსთან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა საგადასახადო შეღავათების გაუთვალის­წინებლად, მითითებულ ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ გადასახადის თანხის გადაანგარიშებისა და ზედმეტად გადახ­დილი გადასახადის თანხის დაბრუნების მიზნით.

7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს (საწარმო, იური­დიული პირი ან/და მეწარმე ფიზიკური პირი) უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ დაკავებული გადასახადიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუ იგი იღებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავალს და იბეგრება გადახდის წყაროსთან.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დეკლარაცია უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

9. ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ არასრულად ან არასწორად შევსების შემთხვევაში ტერიტორიული ორგანო ვალდებულია ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ მიღე­ბიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოამზადოს დასაბუ­თებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის უკან დაბრუნების შე­სა­ხებ და აცნობოს გადამხდელს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს სა­გა­­დასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

10. მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ,,გადა­სახადის გადამხდელის მოთხოვნის“ უკან დაბრუნება უფლე­ბას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ახალი ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ გადა­წყვეტილებაში მითითებული ხარვეზების გამოსწორებით.

11. (ამოღებულია).

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტი­ლებით (წერილობითი მითითება), გადასახადის გადამხდელის სტრატეგიულობის გათვალისწინებით გადამხდელს შეიძლება დაუბრუნდეს გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახ­დილი თანხა შემოწმების გარეშე და შემცირებულ ვადებში.

13. (ამოღებულია).

14. ტერიტორიულ ორგანოებში ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ დასართავი საბუთების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინან­სთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 ივლისის დადგენილება №147-სსმIII,№97,09.07.2008წ., მუხ.1074

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294

თავი VII

გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმდინარე შემოსავლებიდან

    მუხლი 14.

1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადა­სახადების სახეების მიხედვით.

3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარებს ხელს აწერენ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი და შესაბამისი უფლებამოსილი პირი და დადასტურებულია ბეჭდით.

4. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს შესაბამისი ტე­რიტორიული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავა­ლების საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახელმწიფო ხაზი­ნაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით.

5. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადასახადების სახეში გადატანა ხორციელდება საქართვე­ლოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული განა­წილების მიხედვით.

6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის სხვა გადა­სახადების სახეში გადატანის შესახებ შესაბამის ტერიტო­რიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალების წარდგენის მომენტისათვის კალენდარული წლის განმავლობაში შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ გადასახადის სახეში მობილიზებული სახსრები არასაკმარისია შესაბამისი ტერიტო­რი­ული ორგანოს მიერ წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად.

7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითი­თებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმ­დინარე დღის შემოსავალს, რომლის გადასახადის გადატანაც წარმოებს სხვა გადასახადების სახეში, სახელმწიფო ხაზინა საგადახდო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის დადგენილება №37-სსმIII,№23,04.03.2009წ.,მუხ.294

თავი VIII

სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა

    მუხლი 15.

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახ­დილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემ­თხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთი­ანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლო­ბელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობების სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასა­მართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესა­ბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

4. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმარ­თვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხ­ლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალის­წინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარ­თველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამ­ხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითი­თებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდი­ნარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

     „მუხლი 16.

   1. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე მხარ­ჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორ­გა­ნი­ზა­ციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა ხდება სახაზი­ნო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

   2.სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტური თანხები გან­თავს­­დება მხარჯავი დაწესებულებებისათვის არსებულ სადე­პო­ზი­ტო კოდებზე, რის შემდეგაც საგადახდო დავალებაში მი­თი­თებული ინფორმაციის საფუძველზე თანხა აისახება შესა­ბა­მის მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯე­ტო ორგანიზაციისათვის განკუთვნილ სადეპოზიტო ქვეკოდზე. საგადახდო დავალებაში არასრულყოფილი მონაცემების არსე­ბო­ბის შემთხვევაში თანხა აისახება განუსაზღვრელი თანხე­ბის ქვეკოდზე, რომლის იდენტიფიცირება მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №260-სსმIII,№186,30.12.2008წ., მუხ.1937

     მუხლი 161.

  1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზი­ტუ­რი თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შე­საბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპო­ზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორცი­ელ­დება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახ­დო დავალების საფუძველზე.

 2. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდის არა­სწო­რად მითითების შემთხვევაში, თუ თანხის ასახვა მოხდება განუსაზღვრელი თანხის ქვეკოდზე, მხარჯავი დაწესებულების ცენტრალური აპარატი ვალდებულია გადამხდელის წერილო­ბი­თი მოთხოვნის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული სადე­პო­ზიტო თანხის სხვა მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე გადატანა ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნება.

  3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მისი სადეპო­ზიტო კოდის განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე განთავსე­ბული დეპოზიტების იდენტიფიცირება მოახდინოს თანხის ჩარი­ცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარ­ჯავი დაწესებულება ან/და მას დაქვემდებარებული საბი­უჯეტო ორგანიზაცია აღნიშნულ ვადაში არ მოახდენს თანხე­ბის იდენტიფიცირებას, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით განუსა­ზ­ღვ­­რელი დეპოზი­ტური თანხები მიმართოს ბიუჯეტის შემოსუ­ლობებში.

 4.მხარჯავი დაწესებულება უფლებამოსილია თანხის იდე­ნ­­­ტი­ფიცირების მიზნით წერილობით მოითხოვოს დამატე­ბით 10 სამუშაო დღე.“.  

 

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №260-სსმIII,№186,30.12.2008წ., მუხ.1937

თავი IX

გადამხდელის ან კომერციული ბანკების მიერ საგადახდო დავალების შევსების, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის ან ანგარიშსწორებისას დაშვებული შეცდომების გასწორება

     მუხლი 17.

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამ­ხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდო­მით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება №52-სსმIII,№38,11.03.2008წ., მუხ.413

    მუხლი 18.

საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორცი­ელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებუ­ლების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწეს­ებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელ­მოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელ­მწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახ­სრების მფლობელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთან­ხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.

    მუხლი 19.

გასულ წლებში ბიუჯეტში მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამ­ხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბ­რუნება ხორციელდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლო­ბელების მიმდინარე შემოსავლებიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთან­ხმებით. ამასთან, შეცდომით ჩარიცხული თანხის მიმღები ბიუჯეტის განმკარგავი საფინანსო სამსახური ვალდებულია მოახდინოს არასწორად განაწილებული სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნება.

    მუხლი 20.

ინსტრუქციის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალის­წინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსა­ხურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლი­ლებების განხორციელების მიზნით.

თავი X

სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა

    მუხლი 21.

1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამ­ხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, სხვა შემოსულობათა სახეების მიხედვით.

3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით) სხვა შემოსულობათა ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემო­სულობები.

4. სხვა შემოსულობათა ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადში გადატანა წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესა­ბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.

5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემო­სულობების გადასახადში გადატანის შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამ­ხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითი­თებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავალს, რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №287-სსმIII,№182,24.12.2007წ., მუხ.2027

კრებსითი — სრული ვერსია