ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-08
გამოქვეყნების თარიღი
2015-07-17
სარეგისტრაციო კოდი
200010000.35.139.016024
ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 10

2011 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 201-ე, 202-ე და 206-ე მუხლების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება № 6 - ვებგვერდი, 27.02.2014წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 22.07.2015წ.

1. შემოღებული იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ( ქონების ) გადასახადები .

2.  დამტკიცდეს (განისაზღვროს) ქონების გადასახადების განაკვეთები №1 დანართის შესაბამისად .

3. დამტკიცდეს ( განისაზღვროს ) არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები № 2 დანართის შესაბამისად .

4.  ცნობად იქნეს მიღებული , რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები გადასახადის გამოანგარიშების , გადახდისა და ანგარიშგების წესები , აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით .

5.  ძალადაკარგულად იქნეს ცნონილი „ ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ “ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №6 დადგენილება.

6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22- ე მუხლის მე -3 ნაწილით დადგენილი წესით , უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში .

7.    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებუ ლოს თავმჯდომარე           

ბ. ქურდაძე

შეტანილი ცვლილებები

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისი ს დადგენილება №16 - ვებგვერდი , 1 6 .06. 2011 წ.

2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 19.03.2012წ.

3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

4. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.01.2013წ.

5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება № 6 - ვებგვერდი, 27.02.2014წ.

6. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის დადგენილება № 22 - ვებგვერდი, 22.07.2015წ.

დანართი №1

ქონების გადასახადის განაკვეთები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

    მუხლი 1. ქონების ( გარდა მიწისა ) გადასახადი საწარმოების /ორგანიზაციებისათვის

  ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ქონების 1 %-ს;

 ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 %-ს.

    მუხლი 2. ქონების , გარდა მიწისა , გადასახადი ფიზიკური პირებისათვის

1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 %-ს;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8-ს %.

    მუხლი 3. ქონების გადასახადი სასოფლო - სამეურნეო მიწაზე .

1. საწარმოს , ორგანიზაციის ან / და ფიზიკური პირის საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი , სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა - ზე წელიწადში შეადგენს :

ა) სახნავი (საკარმოდამო) მიწებისთვის - 61 ლარს;

ბ ) სათიბი (ბუნებრივი და გაკულტურებული) მიწებისათვის     –  19 ლარს;

გ ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული)          – 15 ლარს ;

დ) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე   – 3 ლარს;

ე) ტყის მიწებისათვის, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო  დანიშნულებით    – 30,50 ლარს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისი ს დადგენილება №16 - ვებგვერდი , 1 6 .06. 2011 წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 19.03.2012წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 21.01.2013წ.

    მუხლი 4. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება

1. ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი შემთხვევები, ასევე:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის მიწის ნაკვეთები;

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

დანართი №2

ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე

  საწარმოს , ორგანიზაციის ან / და ფიზიკური პირის საკუთრებაში , ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში , ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანი შ ნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები 1 კვ . მ - ზე დიფერენცირებულია შემდეგი სახით :

 

№

ზონის დასახელება

ტერიტორიუ-ლი კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1 კვ მ-ზე (ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 კვმ-ზე (ლარებში) (3X4)

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

1.

    დაბა ბაკურიანი

 

1,5

 

0,24

0,36

 

 

 

 

 

2.

ქ. ბორჯომი

 

1, 3

 

0,24

0, 312

 

 

 

 

 

3.

დაბა წაღვერი , დაბა ახალდაბა.

 

1,2

 

0,24

0,288

 

 

 

 

 

4.

მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიები

 

1,0

 

0,24

0,24

  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ივნისი ს დადგენილება №16 - ვებგვერდი , 1 6 .06. 2011 წ.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია