ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-06-16
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.128.016051
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

 

 

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს

დადგენილება №19

2011 წლის 4 აპრილი

დაბა  ხარაგაული

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ ,,საქართველოს კანონის 25 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დადგენილ იქნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა .

1. დადგენილ იქნეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

ა) დაბა ხარაგაულში 1კვმ-ზე ერთი ლარი;

ბ) მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვმ -ზე 0.50 ლარი;

გ) სხვა უძრავ ქონებაზე:

გ.ა) დაბა ხარაგაულში –ქონების საპრივატიზებო საფასურის 6%

გ.ბ) მუნიციპალიტეტის სოფლებში – 5%

2. დადგენილ იქნეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ნივთის საპრივატიზებო საფასურის 5 % .

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 21  ივლისის №11 დადგენილება ,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 ივნისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 22.06.2011წ.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის16 მარტის №10 დადგენილება ,,ხარაგაულის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ".

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 ივნისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 22.06.2011წ.

 

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 ივნისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 22.06.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია