„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
312
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-08-05
გამოქვეყნების თარიღი
2001-08-07
სარეგისტრაციო კოდი
010220000.05.002.000000
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №312

2001 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის       31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში:

ა) ჩამონათვალს სიტყვების „საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში“ შემდეგ დაემატოს „საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საქართველოს პრეზიდენტის საჯარო და საგანგებო გამოსვლების მომზადების საკითხებში“;

ბ) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „საქართველოს პრეზიდენტის საჯარო და საგანგებო გამოსვლების მომზადების განყოფილება“.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის მეორე თავის მე-5 მუხლში და „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:

 „დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე საქართველოს პრეზიდენტის საჯარო და საგანგებო გამოსვლების მომზადების საკითხებში“, ხოლო შემდგომი პუნქტები გადაინომროს ანბანის მიხედვით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია