საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №399
1999 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალური სფეროს რეფორმების ხელშეწყობის განყოფილება გარდაიქმნას სოციალურ საკითხთა სამსახურად.
2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში:
ა) დაემატოს „სოციალურ საკითხთა სამსახური“;
ბ) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „სოციალური სფეროს რეფორმების ხელშეწყობის განყოფილება“.
ე. შევარდნაძე