საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №127
1999 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილება გარდაიქმნას კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურად.
2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში:
ა) დაემატოს – კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
ბ) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს – კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილება.
ე. შევარდნაძე