„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
406
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-08-04
გამოქვეყნების თარიღი
1997-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010220000.05.002.000000
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრაძნებულება №406

1997 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში და დაემატოს „ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი“ (დროებით, მისი დებულების დამტკიცებამდე და დაფინანსების სხვა წყაროების გამოძებნამდე).

2. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ (პ. მამრაძე) აუნაზღაუროს დადგენილი წესით ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს – მიმართულების ხელმძღვანელს ი. მაჭავარიანს ხელფასის, მივლინების, წარმომადგენლობითი, სამეურნეო, საკანცელარიო და სხვა ხარჯები ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დადგენილ ვადამდე.

 ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია