„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
205
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-04-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-08
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016156
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №205

2011 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ 3.01.11.) დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გაანგარიშება უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში ან ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარებში.“.

2. მე-3 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) იმპორტირებული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი-ნარინჯისფერი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა) განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე – 5,85 ლარის ოდენობით;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება  გავრცელდეს 2011 წლის 18 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კ. ბაინდურაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია