საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №189
2005 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
ვ. ჩეჩელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ვალერი ჩეჩელაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №724-სსმIII,№101,29.08.2005წ.,მუხ.1127