ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-02
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.107.016053
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №11

2011 წლის 4 აპრილი

დ. ჩხოროწყუ

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის    22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად ,

1. შემოღებულ იქნ ეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 7 თებერვლის №2 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე            გ. ლემონჯავა

შეტანილი ცვლილებები:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 6 ივნისის დადგენილება № 17 - ვებგვერდი, 16.06.2011წ.

2. ძალადაკარგულია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 აპრილის დადგენილება № 13 - ვებგვერდი, 11.04.2012წ.

 

 

დანართი №1

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს;

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1 , 5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 პროცენტ ს.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0. 1 პროცენტი ;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი .

     მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

ა ) კარგი და მწირი ხარისხის სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი, საკარმიდამო და სხვა) მიწები – 67 ლარი;

ბ) სათიბები (მათ შორის გაკულტურებული) – 19 ლარი;

გ) საძოვრები (მათ შორის , გაკულტურებული) – 15 ლარი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 6 ივნისის დადგენილება № 17 - ვებგვერდი, 16.06.2011წ.

    მუხლი 5

ყ ოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 20 ლარი.

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწ ის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

№

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ტერიტო -

რიული კოეფიცი -

ენტი

საბაზისო

განაკვეთი

1 მ 2 - ზე

(ლარებში )

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ 2 - ზე

(3 X 4)

1

დაბა ჩხოროწყუში

0,3

0,24

0,072

2

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში

0,15

0,24

0,035

 

    მუხლი 8

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული    ფართობი.

    მუხლი 9

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

 

კრებსითი — სრული ვერსია