საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №608
1997 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №505 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №505 ბრძანებულებით დამტკიცებული აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს თამაზ წივწივაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.
2. საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს გურამ ფანჯიკიძე (გარდაცვალების გამო).
ე. შევარდნაძე