„არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადების და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
107
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-02-17
გამოქვეყნების თარიღი
1997-02-17
სარეგისტრაციო კოდი
080240000.05.002.000000
„არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადების და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №107

1997 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

„არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადების და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

არასრულწლოვანთა, უმეთვალყურეოდ დარჩენილ მოზარდთა სამართალდაცვათა პროფილაქტიკისა და მათი სოციალური დაცვის ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით შეტანილ იქნეს „არასრულწლოვანების სოციალური დაცვის, პროფესიული მომზადების და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №431 ბრძანებულებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დამტკიცდეს არასრულწლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კომისიის წევრი, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი შარვაშიძე.

2. არასრულწლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის წევრად შეყვანილ იქნეს განათლების მინისტრის მოადგილე თამაზ ტატიშვილი.

3. დამტკიცდეს არასრულწლოვანთა საქმეებისა და მათი სოციალური დაცვის სამთავრობო კომისიის პასუხისმგებელ მდივნად მერაბ სანიკიძე.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია