საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2597
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-07-23
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-12
სარეგისტრაციო კოდი
010.010.000.01.001.001.344
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 23 ივლისი.

№2597-რს

 

კრებსითი — სრული ვერსია