„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016039
„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №10

2011 წლის 31 მარტი

ქ. თელავი                                                 

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ნოემბრის №30 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

1. სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანების შესასრულებლად:

ა) ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამების შედგენას და მათი შესრულების მონიტორინგს;

ბ) ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის   ამსახველ  ინფორმაციას;

გ)  ამზადებს ადგილობრივ მოსაკრებლებთან, ნებართვებთან და გადასახადებთან დაკავშირებულ პროექტებს.

 დ) უზრუნველყოფს უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის ინფორმაციის გაცემას: ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების,      ტრანსპორტის, ბუნების ძეგლების და დაცული ტერიტორიების, (ეროვნული       პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა.) არქიტექტურული და      არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ღონისძიებების, ფესტივალების,       სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ;

ე) ხელს უწყობს ტურიზმსა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო  მეწარმეებს სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ;

ვ) უშუალოდ მონაწილეობს რეგიონის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემაში, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებაში, ტურიზმისა და საკურორტო სფეროს განვთარების პროექტების შემუშავებაში;

ზ) ახორციელებს საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონებში  დადგენილი რეჟიმების დაცვის მონიტორინგს ‘’ ;

სამსახურის დებულების მე-4 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ 61 . სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება მოქმედი კანონმდებლობისა და თავისი

კომპეტენციის ფარგლებში:

ა) კონსულტაციებს უწევს ადგილობრივი შესყიდვების კომისიის წევრებს შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;

ბ) თვალყურს ადევნებს ადგილობრივი შესყიდვების განხორციელების კანონიერებას და ვადების დაცვას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადებას და მათ დროულად გადაგზავნას;

დ) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების გამარტივებული  ტენდერის  საშუალებით  განხორციელებისას;

ე) ამზადებს მასალებს ადგილობრივი შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელებისას;

ვ) მონაწილეობას იღებს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) შეტანის პროექტის მომზადებაში;

ზ) მონაწილეობას იღებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტის და სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებაში;

თ) ორგანიზებას უწევს ადგილობრივი შესყიდვის ტენდერის საშუალებით განხორციელებისას ოპერატიული და კვარტალური ანგარიშების შედგენას;

ი) მონაწილეობას იღებს ტენდერის მეშვეობით განხორციელებული ადგილობრივი შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში;

კ) გამგებლის დავალებით ამზადებს დასკვნებს ადგილობრივი შესყიდვების კანონის შესაბამისად წარმართვის თაობაზე;

ლ) შეისწავლის ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს წარუდგენს გამგებელს მათი აღმოფხვრის   თაობაზე;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს გამგებლის, გამგებლის მოადგილისა და  სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას“.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები.

4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

5. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ.აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე                       ნ. ხუცაიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია