"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 თებრვლის №01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-12
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.133.016034
"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 თებრვლის №01 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2011 წლის 5 აპრილი

დაბა ხელვაჩაური

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 თებრვლის №01 დადგენილების (www.matsne.gov.ge 11/02/2011წ.) პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“.

 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია