შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
293
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1996-04-26
გამოქვეყნების თარიღი
1996-04-30
სარეგისტრაციო კოდი
450100000.05.002.000136
შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №293

1996 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ

1. მიღებულ იქნეს საქართველოს სახალხო არტისტის პროფესორ მანანა დოიჯაშვილის წინადადება შავი ზღვის აუზის ქვეყნების პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დაარსების შესახებ.

2. კონკურსი მოეწყოს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.

3. კონკურსის დამფუძნებლად მიჩნეულ იქნენ: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, ედუარდ შევარდნაძის ფონდი „დემოკრატია და აღორძინება“ და საზოგადოება „კლასიკა“.

4. კონკურსი მოეწყოს ოთხ წელიწადში ერთხელ თბილისში. პირველი კონკურსი გაიმართოს 1997 წლის 5-17 ოქტომბერს.

5. დამტკიცდეს კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით.

6. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს კონკურსის დებულება.

7. კონკურსის გასამართი თანხების 50 პროცენტი გაიღოს სახელმწიფომ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.იაკობიძე) გაითვალისწინოს კონკურსის ხარჯები საქართველოს რესპუბლიკის 1997 წლის ბიუჯეტში და ქალაქ თბილისის მერიასთან (ბ.შოშიტაიშვილი) და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან (ვ.ასათიანი) შეთანხმებით კონკურსის დაფინანსება დაიწყოს 1996 წლის მესამე კვარტალიდან.

8. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (ი.მენაღარიშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტროს (კ.თარგამაძე), კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს (ფ.ინჯია), ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს (ა. ჩხაიძე), ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციას (ა. გოგელია), სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ხელი შეუწყონ კონკურსის ორგანიზატორებს მის მომზადებასა და მოწყობაში.

9. წინადადება მიეცეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საქმიან წრეებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსის მოწყობაში და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტს.

 ე. შევარდნაძე

კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა

ბადრი შოშიტაიშვილი – ქალაქ თბილისის მერი, კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე

მანანა დოიჯაშვილი – პიანისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორი, საზოგადოება „კლასიკის“ გენერალური დირექტორი, კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე – საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი

ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინისტრი

მარინა ბაბუნაშვილი – მუსიკათმცოდნე, საზოგადოება „კლასიკის“ მთავარი რეფერენტი

არჩილ გოგელია – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის თავმჯდომარე

დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კობა იმედაშვილი – სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განყოფილების უფროსი

ედუარდ კანდელაკი – ედუარდ შევარდნაძის ფონდის „დემოკრატია და აღორძინება“ მთავარი კოორდინატორი კულტურის დარგში

ვაჟა მიქაბერიძე – საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე

ნუგზარ ფოფხაძე – ედუარდ შევარდნაძის ფონდის „დემოკრატია და აღორძინება“ პრეზიდენტი

ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

თამარ ჩიქოვანი – მუსიკათმცოდნე, საზოგადოება „კლასიკის“ პასუხისმგებელი მდივანი

გიორგი წერეთელი – თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი

ია ხურციძე – მუსიკათმცოდნე, საზოგადოება „კლასიკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

კრებსითი — სრული ვერსია