საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №391
1999 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №218 ბრძანებულების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ:
ჯემალ გახოკიძე
ვახტანგ თოდუა
ომარ ლეკვეიშვილი
ალექსანდრე მოვსესიანი
გუჯარ ყურაშვილი.
2. სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:
| ტრისტან ანდრიაძე | – | უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი |
| ანზორ ბალუაშვილი | – | საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე |
| ანატოლი ბუბუტეიშვილი | – | საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადიუტანტი |
| ვასილ გიგოლაშვილი | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| ირა ზაალიშვილი | – | უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი |
| თემურ იმნაძე | – | საქართველოს ინვალიდთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| ნუგზარ კვარაცხელია | – | საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილე |
| თემურ ლომსაძე | – | საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე |
| მუხრან მდივანი | – | თბილისის პრემიერის მოადგილე |
| სიმონ ნოზაძე | – | საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე |
| ვენერა ოშორიძე | – | უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის მშობელი |
| გურამ ქარქაშაძე | – | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. |
ე. შევარდნაძე