საქართველოს კანონი
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ.96) მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) განაცხადი ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში მონაწილეობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 18 ივლისი.
№2531