საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
1999 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ:
| თამაზ ბეჟანიშვილი | – | სააქციო საზოგადოება „თბილხელსაწყოს” გენერალური დირექტორი |
| თენგიზ გაზდელიანი | – | საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების ყოფილი მინისტრი |
| ზურაბ ტყემალაძე | – | ფირმა „სამების” გენერალური დირექტორი. |
ე. შევარდნაძე