საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №427
1999 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 4 თებერვლის №157 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ლადო ჭანტურია.
2. საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს ჯონი ხეცურიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ე. შევარდნაძე