საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2000 წლის ინდიკატიური გეგმის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2000-02-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2000 წლის ინდიკატიური გეგმის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №25

2000 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2000 წლის ინდიკატიური გეგმის შესახებ

„საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს და დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ, შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავებული საქართვველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2000 წლის ინდიკატიური გეგმა.

2. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, საწარმოებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2000 წლის ინდიკატიური გეგმის ძირითადი დებულებები და პარამეტრები მიიღონ სახელმძღვანელოდ.

3. ინდიკატიური გეგმის დასაბუთების დონის ამაღლებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების რეგულირების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მაკოორდინირებელი როლის შემდგომი ამაღლება.

ამ მიზნით საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა, სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნისთანავე მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ მართვადი დარგის, სფეროსა და ტერიტორიული ერთეულის განვითარების თაობაზე, აგრეთვე არსებული რეზერვების ამოქმედების შესახებ კონკრეტული წინადადებები, გაანგარიშებები და პროგრამები, რომელთა რეალიზაციაც ერთიან ძალისხმევას საჭიროებს.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია