"ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-04-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-06
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.118.016032
"ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18     

2011 წლის 1 აპრილი

ქ. ონი

,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში (სსმ ვებპორტალი 02/03/2011), კერძოდ

ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 3. ქონების გადასახადის განაკვეთები მიწაზე

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:  

ა) საკარმოდამო მიწის ნაკვეთებზე – 56 ლარი;

ბ) საძოვრებზე – 2.25 ლარი;

გ) სახნავი მიწებზე – 56 ლარი;

დ) სათიბებზე – 3.75 ლარი;

2. ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 25 ლარს.

3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 3 ლარს.”.

 ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი.

    ,,მუხლი 6. გადასახადისგან გათავისუფლება

ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირები თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია