"ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
153
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.016314
"ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №153

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №162) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის შედეგების დასრულების შემდეგ, ობიექტის შეძენის მიზნით, დონორ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ფორმდება ჩარჩო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება დონორის მიერ ფულადი სახსრების გამოყოფა. აღნიშნულის შემდეგ ობიექტის მესაკუთრესა (გამყიდველი) და სააგენტოს (მყიდველი – სახელმწიფოს სახელით) შორის იდება ინდივიდუალური ხელშეკრულება. ჩარჩო შეთანხმებისა და ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე სააგენტო მიმართავს დონორ ორგანიზაციას ფულადი სახსრების გადარიცხვის წერილობითი მოთხოვნით (მოთხოვნის ფორმა დადგენილი იქნება ჩარჩო შეთანხმებით), რის შემდეგაც დონორი ორგანიზაცია (დამფინანსებელი) გამყიდველს/მის წარმომადგენელს ანგარიშზე ურიცხავს ობიექტის ღირებულების შესაბამის თანხას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია