"გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
151
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-05
სარეგისტრაციო კოდი
210060000.10.003.016312
"გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №151

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „გზათსარგებლობის საფასურის ოდენობისა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის №213 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №92, მუხლი 1360) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „გზათსარგებლობის საფასურის სავალდებულო გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების“ მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია, ქვეყნის ტერიტორიის დატოვებისას პორტალში წარადგინოს გზათსარგებლობის საფასურის საბანკო დაწესებულებაში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. წარდგენილი ქვითრის ან გზათსარგებლობის საფასურის ბარათის საფუძველზე, გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური. გზათსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას ბრძანების ფორმით იღებს საგადასახადო ორგანოს უფროსი ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. სანქციის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია