„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წ 16 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-08
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.105.016028
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წ 16 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2011 წლის 31 მარტი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის I პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-20 მუხლის შესაბამისად

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნას ცვლილებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 თებერვლის №3 დადგენილებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 2.03.2011წ.), კერძოდ:

 ა) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2010 წლის 9 თებერვლის №3 დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“;

ბ) დადგენილების №1 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ზუგდიდის მუნიციპლიტეტის დასახლებათა შორის არეალებში ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ზუგდიდის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,67 ლარს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია

 

კრებსითი — სრული ვერსია