„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის N183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
82
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-07
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.030.016013
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის N183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №82

2011 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის  №206 დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის 2008 წლის 28 ნოემბრის №183 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2008, №169, მუხ. 1737) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრაქტიკანტად  მიიღება საქართველოს მოქალაქე – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეორე, მესამე, მეოთხე ან  დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.”.

2. ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი                         ნ.  ვაშაკიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია