"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების,მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-05
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.104.016060
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების,მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14

2011 წლის 24 მარტი

ქ. წალენჯიხა

 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

  შეტანილ იქნეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №22 დადგენილების (სსმ V, N 38, 15.10.2010 წ, მუხ.1133) №1 დანართში შემდეგი ცვლილებები:

 1. პირველი მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ნარჩენების წარმომქმნელი ორგანიზაცია, დაწესებულება, იურიდიული პირი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.“

  2) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ნარჩენების წარმომქმნელი ორგანიზაცია, დაწესებულება, იურიდიული პირი 3 თვის განმავლობაში არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს.“

  3. პირველ მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი

  „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობის შემთხვევაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს შესაბამის ორგანიზაციას, დაწესებულებას, იურიდიულ პირს და მისცეს მას 15-დღიანი ვადა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი ორგანიზაციიდან, დაწესებულებიდან, იურიდიული პირიდან დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტის ვერწარმოდგენის შემთხვევაში გაწყვიტოს მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად.“.

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

 თავმჯდომარე             კ. ციმინტია

 

კრებსითი — სრული ვერსია