"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
145
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-04
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.016307
"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყით სარ­გებ­ლო­ბის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დე­ბულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და მე-2 მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბ­მუ­ლო­ბისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშე­ნებ­ლობის, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟის­ას, ან ამისათვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლო­გ­ი­ური სამუშაოებისას;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია