საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
259
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №259

2006 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იური­დიული პირი – ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკა მასთან მირზა გელო­ვანის სახელობის ახალგაზრდობის სახელმწიფო ბიბ­ლიოთეკის მიერთების გზით და მათ ბაზაზე ჩამო­ყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკა.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდო­ბის ეროვნული ბიბლიოთეკის (შემდგომში – ბიბლიო­თეკა) სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ბიბლიოთეკის დებულების დამ­ტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლადო ასათია­ნის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიო­თეკისა და მირზა გელოვანის სახელობის ახალგაზ­რდობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის რეორგანიზა­ციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალის­წინებული ღონისძიებების განხორციელება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესა­ხებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ივლი­სის №652 ბრძანებულება.

5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართვე­ლოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიო­თე­კის დებულების ამოქმედებისთანავე. 

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 მაისის ბრძანებულება №311-სსმIII, №71,21.05.2007წ.,მუხ.769

 

 

კრებსითი — სრული ვერსია