ვ. პეტრიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
290
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ვ. პეტრიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №290

2009 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

ვ. პეტრიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ვაჟა პეტრიაშვილს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმის ტექსტის მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მ. დაიაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 დეკემბრის №582 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია