საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №165
2006 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
ი. ოქრუაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და გაყვანის შესახებ“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვ. სიხარულიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 სექტემბრის №734 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის ბრძანებულება №207 - სსმ III, №35, 17.03.2006 წ., მუხ.416