გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-06
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016047
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

ქ. გარდაბანი

2011 წლის 31 მარტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

დაადგინა :

მუხლი 1

შეტანილ ქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილების პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდამიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. უძრავ ქონებაზე:

ა) ცენტრალურ ზონაში – (ქ.გარდაბანი) ქონების საბალანსო ღირებულების 5%

ბ) პერიფერიულ ზონაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია) –ქონების საბალანსო ღირებულების 5%

2. მოძრავ ქონებაზე-ნივთის საბალანსო ღირებულების 5%“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია