საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება; “ .
2. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი ან/და მიწოდება; “ .
3. 199-ე მუხლის „ ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ვ) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი; “ .
4. 270-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საგადასახადო კანონმდებლობის სწავლების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. “ ;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. ამ კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ ი სამართალდარღვევე ბისთვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება ან საგადასახადო კანონმდებლობის სწავლ ება . “ ;
გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„ 8. საგადასახადო კანონმდებლობის სწავლ ებ ისთვის თავის არიდების შემთხვევაში აღნიშნული საგადასახადო სანქცი ა იცვლება ფულადი ჯარიმით. “ .
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 მარტი.
№4470–Iს