"ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4465-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-01
სარეგისტრაციო კოდი
040050000.05.001.016261
"ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“  საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) მე-8 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

41. ეროვნული არქივის თანამშრომლები, გარდა ეროვნული არქივის გენერალური დირექტორისა, თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 მარტი.­

№4465–Iს

კრებსითი — სრული ვერსია