საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №501
1999 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შესახებ დებულებებში ცვლილებების თაობაზე
1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დიპლომატიური პასპორტის შესახებ დებულების მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში სიტყვების „საქართველოს საზღვრის დაცვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „დაზვერვის სახელმწიფო“. ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში სიტყვების „სამხედრო-საზღვაო ატაშეებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლებს“.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სამსახურებრივი პასპორტის შესახებ დებულების მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის“ შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტების“.
ე. შევარდნაძე