„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5/34
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2011-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-12
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016077
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №5/34

2011 წლის 29 მარტი

ქ. ფოთი

 „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილებაში (სსმ V, 10/01/2011), კერძოდ: თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/65 დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის 21 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმეები და სამართალდამრღვევ პირს შეუფარდოს შესაბამისი სახდელი”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                 ი. საღინაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია