თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №5/27
2011 წლის 29 მარტი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/61 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-7 ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/61 დადგენილებაში (სსმ, 10/01/2011 წელი), კერძოდ: დადგენილების დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულო დადგენილებით.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე