საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დროშის, ამოსაცნობი ნიშნების და სასამსახურო ფორმის აღწერილობის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
510
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დროშის, ამოსაცნობი ნიშნების და სასამსახურო ფორმის აღწერილობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №510

2003 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დროშის, ამოსაცნობი ნიშნების და სასამსახურო ფორმის აღწერილობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დროშის, ამოსაცნობი ნიშნების და სასამსახურო ფორმის თანდართული აღწერილობა.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 იანვრის №2 ბრძანებულებით დამტკიცებული დანართი №1 (საქართველოს საბაჟო სიმბოლიკა) და დანართი №2 (საბაჟო დეპარტამენტის სამსახურის ფორმის აღწერილობა).

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2007  წლის 23 ოქტომბრის ბრძანებულება №595-სსმIII,№151,26.10. 2007წ., მუხ.1667

 

კრებსითი — სრული ვერსია