საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №566 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
432
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2000-10-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №566 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №432

2000 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №566 ბრძანებულებაში ცვლილებების  შეტანის შესახებ

„მთიანი რეგიონების აღორძინებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის სისტემებისა და მათი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შექმნის, რეკონსტრუქციისა და განვითარების სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №566 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილი სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: გიორგი გაჩეჩილაძე, რამინ მითაიშვილი, ნოდარ ულუმბერაშვილი, ვალერი  ჩეჩელაშვილი, თამაზ ჩიტაიშვილი.

2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

დავით აფციაური – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დავით ორჯონიკიძე – საქართველოს სახელმწიფო დარგთაშორისი სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსის „საქსპეცტრანსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, სათაო ინსტიტუტ   „სპეცტრანსავტომატიკის“ დირექტორის მოადგილე

თენგიზ პეტრიაშვილი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე

გიორგი შონია – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია