საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №170
2002 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №564 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესრულების მიზნით:
„სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №564 ბრძანებულებით დამტკიცებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების დებულების დანართი №1-ის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის „9.9.“ ქვეპუნქტი:
„9.9. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა;“.
ე. შევარდნაძე