ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2011 წლის 30 მარტი
ქ. ბოლნისი
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №14 დადგენილებაში, კერძოდ:
ა) დადგენილების მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 1 თვისა ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელთან – საკრებულოს თავმჯდომარესთან გააფორმოს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი