ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2011 წლის 30 მარტი
ქ. ბოლნისი
,,სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 მარტის №17 დადგენილებაში, კერძოდ,
ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სოფლებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ბოლნისის შუალედური ზონისათვის დადგენილი ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 5,472 ლარს.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი